100-მდე სექსუალური ძალადობა ბავშვებზე – ამერიკაში 71 წლის ეჭვმიტანილი დააკავეს

ამერიკის პოლიციამ 71 წლის ხარვი ჯოზეფ ფაუნტენი დააკავა, რომელსაც 100-მდე ბავშვზე პირველი ხარისხის სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი “CNN”-ი იუწყება.
მათი ცნობით, ეჭვმიტანილი 9 აპრილს დააკავეს მას შემდეგ, რაც უცნობმა პირმა პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ ფაუნტენმა მასზე ბავშვობაში იძალადა.
71 წლის ამერიკელს თავიდან ბრალი 50 გაუპატიურების საქმეზე ედებოდა, მაგრამ შემდეგ კიდევ 50 გაუპატიურების ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. ზუსტი რიცხვი, ჯერჯერობით, არ სახელდება.
პოლიციის განმარტებით, ფაუნტემა სექსუალური ძალადობა 1970-80-იან წლებში ჩაიდინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები