კახა კალაძე: არის სერიოზული მოსაზრება, რომ მიწისზედა მეტროს განხორციელება შესაძლებელია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური ფონდი თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს.
მისივე თქმით, ჩატარდება კვლევა იმ რაიონების სრული სურათის მისაღებად, სადაც ტრანსპორტის ნაკლებობაა.
“გვინდა, რომ ჩავატაროთ კვლევა და იმ რაიონების სრული სურათი მივიღოთ, სადაც ტრანსპორტის ნაკლებობაა. კვლევის შედეგად ვნახავთ, თუ რის გაკეთებაა საინტერესო ამ რაიონებში. შეიძლება, ეს იყოს ტრამვაი; შეიძლება, ეს იყოს მეტრო. მაგალითად, დიღმის მიმართულებით არის სერიოზული მოსაზრება, რომ მიწისზედა მეტროს განხორციელება შესაძლებელია. შესაბამისად, კვლევა გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება, ამ მიმართულებით განვვითარდეთ. რამდენიმე კვირაში დაიწყება კვლევითი სამუშაოები და გვექნება სრული სურათი, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები