ნოტრ-დამის აღსადგენად მილიარდ ევროზე მეტი შეგროვდა

ხანძრის შედეგად ​დაზიანებული ნოტრ-დამის ტაძრის აღსადგენად შეგროვებული შემოწირულობის თანხა მილიარდ ევროზე მეტს აღწევს.
ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “Le Parisien”-ი ავრცელებს. თანხები შეგროვებულია მსხვილი კომპანიებისა და ბიზნესმენებისგან, ასევე – ოთხი საზოგადოებრივი ფონდისგან, რომელიც საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ შეარჩია. აღნიშნული უწყების ხელმძღვანელის, ფრანკ რუესერის თქმით, ასევე, ამუშავდა ინტერნეტპორტალი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია შემოწირულობის გაღება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები