ჩილეში საცხოვრებელ სახლს თვითმფრინავი დაეცა – არიან დაღუპულები (ვიდეო)

ჩილეში, ქალაქ პუერტო მონტეში, ორ საცხოვრებელ სახლს თვითმფრინავი დაეცა, დაღუპულია 6 ადამიანი. ავიაკატასტროფის შესახებ ტელეარხი “24 Horas”-ი იუწყება.
ინციდენტის შედეგად დაღუპულია პილოტი და 5 მგზავრი. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, დაღუპულთაგან 4 მამაკაცია, ხოლო 2 – ქალი. ისინი არ გამორიცხავენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. არსებული ინფორმაციით, ერთსართულიან სახლებში, რომელთაც თვითმფრინავი დაეცა, არავინ იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები