სარაკეტო თავდასხმა ტრიპოლზე – დაღუპულია ორი ადამიანი
ტრიპოლზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, ორი ადამიანი, ხოლო რვა დაშავებულია. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Reuters”-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, თავდასხმაში ბრალი ლიბიის ნაციონალური არმიის მარშალს, ჰალიფა ჰაფთარს ედება.
თავის მხრივ, ნაციონალური არმია ინციდენტთან კავშირს უარყოფს.