ვენესუელაში ციხიდან 60 პატიმარი გაიქცა

ვენესუელაში, შტატ ნუევა-ესპარტაში ციხიდან პატიმრებმა მასობრივი გაქცევა მოაწყვეს.
გაქცეულია 60 ადამიანი. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას პორტალი “Noticias Venezuela” ავრცელებს.
მათი ცნობით, დაახლოებით, 60 პატიმარი დაცვის თანამშრომლებს ცივი იარაღით დაესხა თავს. ციხის ორივე თანამშრომელი დაშავებულია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპული ერთ-ერთი პატიმარია.
გაქცეულებმა ხელში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაიგდეს, რომელიც დაცვის ოთახში იყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები