ემანუელ მაკრონი: პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი გაცილებით ლამაზი იქნება და იმედი მაქვს, ამას ხუთ წლის განმავლობაში მივაღწევთ
ემანუელ მაკრონის განცხადებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენით სამუშაოებს სავარაუდოდ, ხუთი წელი დასჭირდება.
15 აპრილს მომხდარი ხანძრის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვის დროს ისაუბრა.
„ჩვენი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი გაცილებით ლამაზი იქნება და დიდი იმედი მაქვს, ამას ხუთ წლის განმავლობაში მივაღწევთ. ეს კატასტროფა უნდა გამოვიყენოთ გაერთიანების შესაძლებლობად. კარგად დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორები ვიყავით და როგორები უნდა გავხდეთ. ჩვენ უნდა გავხდეთ უკეთესები. ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე გვახსენებს, რომ ჩვენი ისტორია არასოდეს დასრულდება. ვიზიარებ თქვენს ტკივილს, თუმცა ასევე ვიზიარებ იმედს. ახლა მოქმედების დროა“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.