პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის პარალელურად იერუსალიმში მეჩეთი დაიწვა
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის პარალელურად, იერუსალიმში ალ-აქსას უძველესი მეჩეთი იწვოდა. ამის შესახებ ,,რეზონანსი” წერს.
ხანძარი გაჩნდა მუსულმანური სამყაროს რიგით მესამე ყველაზე წმინდა სალოცავის ერთ-ერთ ნაგებობაში. ოფიციალური განცხადების თანახმად, ცეცხლი მეჩეთის ერთ-ერთი სამლოცველოს სახურავზე, უსაფრთხოების სამსახურის ოთახში გავრცელდა.
ხანძრის შედეგად ალ-აქსას მეჩეთს მნიშვნელოვანი ზიანი არ მიყენებია. მეხანძრეებმა ინციდენტზე რეაგირება დროულად შეძლეს. დაიწვა მხოლოდ ერთ-ერთი ნაგებობის ექსტერიერი.