ლევან ნიკოლეიშვილი: „სიკვდილი ვენეციაში“ – ასე შეიძლება ვუწოდოთ ეკა ბესელიასა და ოთო კახიძის პროექტების ფიასკოს

„საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ უმრავლესობის მიერ შემუშავებულ ცვლილებების პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმიანება.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ვენეციის კომისიის დასკვნა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ეკა ბესელიასა და ოთარ კახიძის მოსაზრებებს.
„ვენეციის კომისიამ მათი მოსაზრებების აბსოლუტურად საწინააღმდეგო დასკვნა შემოგვთავაზა. როგორც ჩანს, სახელისუფლებო ლობი მთელი სიმძლავრით ამუშავდა ევროპულ ორგანიზაციებში. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ტექნიკურ რეკომენდაციას, ვენეციის კომისიის დასკვნა ჩვენს სასამართლო სისტემას, თითქმის, სრულყოფილად აცხადებს“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. ამასთანავე, მისივე თქმით, რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება. კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები