იორდანიის პარლამენტის პრეზიდენტი დიდ ხურვალეთში ადმინისტრაციულ საზღვარზე იმყოფებოდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტად მყოფი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტი, ფეისალ ალ-ფაიეზი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ, სოფელ დიდ ხურვალეთს ეწვია. სტუმრები საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნურად გაყოფილ საზღვარზე არსებულ ვითარებას გაეცნენ.
იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საპარლამენტო დელეგაციამ 15 აპრილს საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იორდანიელი პარლამენტარები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები