“ოპოზიციას მოუწევს, თვალი გაუსწოროს ვენეციის კომისიის პოზიტიურ და დადებით შეფასებას”
დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციას მოუწევს, თვალი გაუსწოროს ვენეციის კომისიის პოზიტიურ და დადებით შეფასებას. როგორც მან აღნიშნა, კომისიის რეკომენდაციებზე გუნდი იმსჯელებს, გააანალიზებს და, შესაბამისად, გაითვალისწინებს.
„ვენეციის კომისიას ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება აქვს. ყველა ძირითადი საკითხი პოზიტიურად არის შეფასებული. რაც შეეხება რეკომენდაციებს – ჩვენ გვაქვს რესურსი, ვიმსჯელოთ თითოეულ რეკომენდაციაზე, გავაანალიზოთ და, შესაბამისად, გავითვალისწინოთ. ოპოზიციას მოუწევს, თვალი გაუსწოროს ვენეციის კომისიის პოზიტიურ და დადებით შეფასებას. მესმის, ახლა უჭირთ, რომ ყველაფერს თვალი გაუსწორონ, თუმცა, ეს ის ძირითადი საკითხებია, რა საკითხებზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს საკითხები სრულ შესაბამისობაში იყო ევროსაბჭოს ძირითად რეკომენდაციებთან, რაც, მთლიანობაში, ვენეციის კომისიამ დაგვიდასტურა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. მისივე თქმით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომლებიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.