ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვიმსჯელებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით

“ხვალ შეხვედრა გაიმართება დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებთან, სადაც ჩვენ ვიმსჯელებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება ამ საკითხის გავლა გუნდთან საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში და მხოლოდ ამის საფუძველზე შეგვიძლია საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბება. ხვალ დილიდან შეხვედრა გაიმართება დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებთან, სადაც ჩვენ ვიმსჯელებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით. ასევე, როგორც აღვნიშნე, შეიკრიბება უმრავლესობა, სადაც ვეცდები, დავარწმუნო ჩემი კოლეგები იმაში, რისიც შეიძლება, ბოლომდე მეც არ მჯეროდეს. ვეცდები, დავარწმუნო, რომ კონტექსტის გათვალისწინებით საჭიროა გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები