ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის გაფართოებითი და მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულოს მონაკვეთზე, 69-ე კილომეტრიდან 77-ე კილომეტრამდე, გზის გაფართოებითი და მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საავტომობილო გზაზე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს „ზიმო 7“ ახორციელებს.
სატენდერო პირობების მიხედვით, მეოთხე კატეგორიის მაგისტრალზე 8 კმ. და 200 მეტრი გზის გაფართოება-მოასფალტება და სათავე მილების გამოცვლა 1 აგვისტომდე უნდა დასრულდეს. საქმის მწარმოებელი ბადრიმახარაძე ამბობს, რომ ფირმამ ამ დროისათვის გზის 3-კილომეტრიანი მონაკვეთი გამართა, ადგილზე კი 10 ერთეული ტექნიკა მუშაობს.
„რთულ მონაკვეთებზე გზას ვაფართოებთ, ვცვლით სათავე და საწრეტ არხებს. რაც შეეხება მოასფალტებას, გზას ჯერ ორმოულად ვასუფთავებთ და შემდეგ ვაგებთ ასფალტს. სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს და ივლისის ბოლომდე დავასრულებთ“, – აცხადებს ბადრი მახარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები