პარლამენტი, UNICEF-თან ერთად, ბავშვთა უფლებების დაცვაზე მუშაობას აგრძელებს

პარლამენტი აგრძელებს მუშაობას იმ ინიციატივებზე, რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვასა და მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეგიონულმა დირექტორმ,ა აფშან ხანმა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა დღეს გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ადამიანის უფლებებისა და, განსაკუთრებით, ბავშვთა უფლებების დაცვა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მისივე განმარტებით, ამას ემსახურება გასულ წელს დაწყებული სპეციალური სოციალური დახმარების პროგრამა ბავშვებისთვის, აგრეთვე, უახლოეს წლებში განათლების სფეროსთვის გამოყოფილი გაზრდილი დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართვა სკოლამდელ განათლებაზე.
აფშან ხანმა ირაკლი კობახიძეს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შემუშავების საკითხში საპარლამენტო საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, მან დაადასტურა ბავშვთა უფლებების გაუმჯობესების პროცესში ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები