პუტინმა მაკრონს ნოტრ-დამის აღსადგენად რუსი სპეციალისტების დახმარება შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს პარიზის ღვთისშობლის ტაძრის აღსადგენად რუსი სპეციალისტების დახმარება შესთავაზა.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა მაკრონთან წერილში, ასევე, მიუსამძიმრა თავის კოლეგასა და მთელს ერს აღნიშნულ ტაძარში გაჩენილი ხანძრის გამო.
“ნოტრ-დამი საფრანგეთის ისტორიული სიმბოლოა, ევროპული და მსოფლიო კულტურის შეუფასებელი განძია და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული ტაძარი. ტრაგედიამ, რომელიც ამ ღამეს პარიზში მოხდა, ყველა რუსს გული დასწყვიტა”, – წერს პუტინი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები