“თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მიმდინარე კვირაში განიხილება”

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მიმდინარე კვირის განმავლობაში განიხილება. მისივე თქმით, ამ საქმის გამოსაძიებლად ერთადერთი ბერკეტი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა.
„თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩვენმა ფრაქციამ მოითხოვა. ის დღის წესრიგში ჩასმული იყო, მაგრამ სულ ბოლო – 92-ე საკითხად. ჩვენ დავსვით საკითხი და ბიუროზე გადაწყდა, რომ განხილვა ამ კვირის განმავლობაში და, რაც შეიძლება, სწრაფად იქნება.
​ამ მკვლელობის შემდეგ დიდი დრო გავიდა. ხელისუფლება, ფაქტობრივად, გამოძიებას არ აწარმოებს, ვინაიდან ის ეფექტიანი გამოძიებით დაინტერესებული არ არის. ერთადერთი ბერკეტი და გამოსავალი დაგვრჩენია, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქნას და კომისიის ფარგლებში მაინც მოხერხდეს ამ საზარელი მკვლელობის ფაქტის გამოძიება“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები