ჩინეთში ფარმაცევტული ქარხანა დაიწვა – დაღუპულია 10 ადამიანი
ჩინეთში, ქალაქ ცზინანში, ფარმაცევტულ ქარხანაში ხანძარი მოხდა, რომლის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Xinhua” ავრცელებს.
მათი ცნობით, ხანძარი გუშინ საღამოს ქარხნის სარდაფში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სარემონტო სამუშაოების დროს ელექტროშემდუღებლის ნაპერწკლების გამო გაჩნდა. ათიდან რვა დაღუპული ადგილზე გაიგუდა, დანარჩენი ორი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ხანძრის ლიკვიდაციის დროს 12 მაშველი დაშავდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.