კახა კალაძე: მივესალმები, რომ ტაქსის მძღოლები პოლიტიკურ პარტიებს გაემიჯნენ

„მივესალმები, რომ ტაქსის მძღოლები პოლიტიკურ პარტიებს გაემიჯნენ“, – ამ სიტყვებით ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე ტაქსის მძღოლების განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ტაქსის მძღოლები პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
ამასთან, თბილისის მერი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ რეფორმა აუცილებლად განხორციელდება და მისი გადადება ვერ მოხდება.
„ტაქსის მძღოლების განცხადება მოვისმინე და მივესალმები, რომ ისინი გაემიჯნენ პოლიტიკურ პარტიებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არაერთი კომუნიკაცია გვქონდა და ერთი შეთანხმება, რასაც მივაღწიეთ, არის ის, რომ თეთრი ფირის გადაკვრის შესაძლებლობას ვაძლევთ. რაც მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ის, რომ რეფორმა აუცილებლად განხორციელდება, მისი გადადება ვერ მოხდება, ეს ტაქსის მძღოლებს ავუხსენით. მათი მოთხოვნა, ასევე, არის, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები დაშვებული იყოს „ბ“ კატეგორიაში, ამაზე ვმუშაობთ და, უახლოეს დღეებში, ჩვენ ამასთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა შეიძლება, ამ ადამიანებს შევთავაზოთ, რომ შეძლონ ავტომობილების ჩანაცვლება და ისე გააგრძელონ მუშაობა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები