ეკა ბესელია: რატომ არღვევს პარლამენტის თავმჯდომარე რეგლამენტს

„ირაკლი კობახიძეს რაღაც პერსონალური ახირებები აქვს, რომ ურჩევნია, ყველაფერი იკადროს, ოღონდ არ დამინახოს; მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარემ კეთილი ინებოს და რეგლამენტს პატივი სცეს“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ეკა ბესელია დაინტერესდა, რატომ არღვევს პარლამენტის თავმჯდომარე რეგლამენტსა და 94-ე მუხლს. „პროცედურასთან დაკავშირებით, მაინტერესებს, პარლამენტის თავმჯდომარე რატომ მიეჩვია რეგლამენტის დარღვევას და რატომ არღვევს ახლა 94-ე მუხლს, სადაც ძალიან ნათლად წერია, რომ იმისთვის, ვინც განცხადებებში ეწერება, ამ თანმიმდევრობის დაცვა არის სავალდებულო. სადაც იქვე გოგიჩაიშვილი ჩაეწერა, ჩავეწერეთ მე და ზვიად კვაჭანტირაძე. მე მესმის, რომ, ბოლო პერიოდის ტენდენციებით, რაღაც პერსონალური ახირებები აქვს ირაკლი კობახიძეს, რომ ურჩევნია, ყველაფერი იკადროს, ოღონდ არ დამინახოს; მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარემ კეთილი ინებოს და რეგლამენტს პატივი სცეს“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები