აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მესამე სამიტი დაამტკიცა

​ამერიკისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრა აუცილებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მაიკლ პომპეოს განმარტებით, ახლა ორივე მხარის ჯგუფები შეხვედრის გეგმაზე მუშაობენ.
“ჩვენი ჯგუფები მუშაობენ ჩრდილოეთ კორეასთან, რათა შედგეს გეგმა და გავიკვალოთ გზა. კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ამის გაკეთება წლის ბოლოსთვის უნდა”, – განაცხადა პომპეომ.
შეგახსენებთ, რომ კიმ ჩენ ინმა მზაობა გამოთქვა ტრამპთან რიგით მესამე სამიტის ჩატარებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები