ფრანგი მილიარდერი მზადაა, 100 მილიონი ევრო შესწიროს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად (ფოტო)

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოსახლებასთან მიმართვის დროს ხანძართან დაკავშირებით ტაძრის აღსადგენად თანხების შეგროვების შესახებ გამოაცხადა.
მისი თქმით, კამპანია თანხის შეგროვების მიზნით დღეს, 16 აპრილს დაიწყება. პრეზიდენტის განცხადებას მაშინვე გამოეხმაურა ფრანგი ბიზნესმენი-მილიარდერი პინო. ის ტაძრის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Le Figaro” ავრცელებს.
“მამაჩემმა, ფრანსუა პინომ და მე, კომპანია “Artemis”-ის ფონდიდან 100 მილიონი ევროს გამოყოფა გადავწყვიტეთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად”, – განაცხადა ბიზნესმენმა ფრანსუა-ანრი პინომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები