მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის ძირითადი კერის ჩაქრობა მოახერხეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარიზის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
მაშველები აგრძელებენ თვალ-ყურის დევნებას ხანძრის დარჩენილ კერებზე და გავარვარებულ კონსტრუქციებს აგრილებენ, რათა ხანძარი არ განახლდეს. ხანძრის ჩაქრობისას ერთი მეხანძრე დაშავდა.