საფრანგეთის სახანძრო სამსახური დარწმუნებული არაა, რომ ცეცხლის გავრცელების შეჩერებას შეძლებს

საფრანგეთის სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ დარწმუნებულები არ არიან, რომ პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ცეცხლის გავრცელების შეჩერებას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.
ცეცხლი საფრანგეთის მთავარ საკათედრო ტაძარში ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა.
ვარაუდობენ, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები გახდა. ტაძრის ნაწილი ხარაჩოებში იყო მოქცეული.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში უკვე რამდენიმე საათია, ხანძარია. ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები