“მიშას მომხრე არასდროს ვყოფილვარ” – კორცხელის მკვიდრი ოპოზიციურ მედიასაშუალებებს თავისი ინტერვიუს დამახინჯებაში ადანაშაულებს
სამეგრელოში, კერძოდ კორცხელში, რამდენიმე მედიასაშუალებამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ერთ-ერთი ქალბატონი აცხადებდა, თითქოს, მიხეილ სააკაშვილი ენატრება.
მოგვიანებით, დარეჯან ლაშხიამ იმავე ტელეკომპანიებთან განაცხადა, რომ მასალას კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო და ის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი არასდროს ყოფილა. მოქალაქის თქმით, ოპოზიციური მედიასაშუალებების ჩანაწერში ის ამბობდა, რომ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი იყო, არის და იქნება, თუმცა, მისი ინტერვიუ დაამახინჯეს და სააკაშვილის მხარდამჭერად დაასახელეს.
მიუხედავად იმისა, რომ მასალის გამოქვეყნების შემდგომ ლაშხიამ თავისი პრეტენზია ოპოზიციურ არხებთან დააფიქსირა, მათ მისი მეორე ჩანაწერი აღარ გაუვრცელებიათ.
მეტიც ამბულატორიაში ვითარების გასაცნობად შესულ შეხვედრაზე დარეჯან ლაშხიამ განაცხადა, რომ მხარს „ქართული ოცნების“ კანდიდიატს დაუჭერს, რადგან მან ამბულატორიის პრობლემის გადაწყვეტის რეალური პროექტი წარმოადგინა.
გიორგი შენგელია ამბულატორიის თანამშრომლებს დაჰპირდა, რომ შენობის პრობლემა მომავალ წელს მოგვარდება, მანამდე კი ამბულატორიისთვის კორცხელის ცენტრში მიწა გამოიყოფა. ამჟამად, ამბულატორია კოოპერატივის შენობაშია განთავსებული, რის გამოც მის გარემონტებას მუნიციპალიტეტი ვერ ახერხებს.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ დღეს სოფელ კორცხელში, “ქართული ოცნების“ საარჩევნო შეხვედრაზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროვოკაციული კითხვებით ოპოზიციური წევრისა და ყოფილი ხელისუფლების დროს კორცხელის გამგებლის მოადგილის – დათო თორდიას მამა, ჯიმშერ თორდია მოიყვანა, თუმცა, სიცრუის ტირაჟირებისთვის მას მეზობლები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.