„უზენაეს სასამართლოში სამართალწარმოების პროცესი, ძალიან მალე, შეიძლება, აღარც წარიმართოს, რადგან უფრო და უფრო მცირე ხდება მოსამართლეების რიცხვი”

“უზენაეს სასამართლოში სამართალწარმოების პროცესი, ძალიან მალე, შეიძლება, აღარც წარიმართოს, რადგან უფრო და უფრო მცირე ხდება მოსამართლეების რიცხვი, ამიტომ, მივესალმები იმას, რომ კანონპროექტზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მიქაუტაძემ კომენტარი იმ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას გულისხმობს.
„ფაქტობრივად, უზენაეს სასამართლოში სამართალწარმოების პროცესი, ძალიან მალე, შეიძლება, აღარც წარიმართოს, რადგან უფრო და უფრო მცირე ხდება მოსამართლეების რიცხვი, ამიტომ, მივესალმები იმას, რომ კანონპროექტზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
კითხვაზე – უნდა დალოდებოდა თუ არა საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას და შემდგომში განეხილა აღნიშნული კანონპროექტი, მიქაუტაძე პასუხობს, რომ ეს პარლამენტის გადასაწყვეტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები