ირაკლი ღარიბაშვილი: “ქართული ოცნების” ყველაზე ზუსტი რეიტინგი, ეს არჩევნების შედეგებია

“ყველაზე სწორი და ზუსტი რეიტინგი ეს არის არჩევნების შედეგები”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა “იმედი live”-ში სტუმრობისას მმართველი პარტიის რეიტინგის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანი რეიტინგებში ვიღაცების გადასწრება კი არა, ხალხის პრობლემების მოგვარება უნდა იყოს.
“ბოლო არჩევნებზე, მე ვგულისხმობ საპრეზიდენტო არჩევნებს, „ქართულმა ოცნებამ“ და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა მიიღო, დაახლოებით, მილიონ ორასი ათასი ამომრჩევლის ხმა. მეორე ტურში – ესეც დემოკრატიის მაჩვენებელია და ოპოზიციამ მიიღო, თუ არ ვცდები, 750-800 ათასი ხმა, ეს რაც შეეხება რეიტინგებს. ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისა და მოქალაქისთვის, ამ შემთხვევაში, მთავარი საზრუნავია ის, თუ რას ფიქრობს ჩვენი მოსახლეობა. ჩვენი საზრუნავი უნდა იყოს არა რეიტინგების გაზომვა და რეიტინგებში ერთმანეთზე გადასწრება, არამედ ის, თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ პრობლემები, რომლებიც უკვე, თითქმის, 30 წელია, დაუგროვდა ჩვენს მოსახლეობასა და ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, პარტიის რეიტინგი 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე გაიზომება.
“რეიტინგები გაიზომება. მემგონი, ყველაფერი გამოჩნდება სწორედ 19 მაისს, შუალედურ არჩევნებზე, რომელიც ჩატარდება დემოკრატიულად, მშვიდ გარემოში, თანაბარ გარემოში და მე ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ გაეცემა პასუხი მოსახლეობის მხრიდან საზოგადოებაში არსებულ განწყობებსა და, ზოგადად, დამოკიდებულებას პოლიტიკოსების მიმართ”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები