“პარტიაში რაც ხდება, ეს შიგნით გადასაწყვეტი საკითხებია და არაფრით უკავშირდება მოსახლეობის ბედს”

“ნებისმიერ პარტიაში ხდება ძველი წევრების გასვლა, ხან ახლების შემოსვლა და ასე შემდეგ. ეს არის ბუნებრივი პროცესი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
“ნებისმიერ პარტიაში ხდება ძველი წევრების გასვლა, ხან ახლების შემოსვლა და ასე შემდეგ. ეს არის ბუნებრივი პროცესი. თვითონ ის ფაქტი, რომ მთელი კვირების, თვეებისა და, შეიძლება ასეც ითქვას, წლების მანძილზე დისკუსიები მიმდინარეობს არა იმაზე, თუ როგორ ვუშველოთ სიღარიბეს, უმუშევრობას, ოკუპირებულ ტერიტორიებს, როგორ გავამთლიანოთ ქვეყანა, როგორ მოვაგვაროთ პრობლემები, რომელიც ქვეყნის წინაშე დაგროვდა, ჩვენ დროს ვუთმობთ – ვინ გავიდა, ვინ დარჩა. თუ შეიძლება, დავფიქრდეთ ერთი წამით, რა ხდება, თუნდაც, ჩვენს მთავარ, ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ “ოპოზიციურ პარტიად” წოდებულ მოძრაობაში. ჩვენ შიგნით რა ხდება, ეს შიგნით მოსაგვარებელი და გადასაწყვეტი საკითხებია. ეს არაფრით ეხება მოსახლეობასა და მათ ბედს, არაფრით უკავშირდება ჩვენი მოსახლეობის ბედს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები