ირაკლი ღარიბაშვილი: ,,ნაცმოძრაობა” აპირებდა, ზუგდიდში დაეყენებინა კანდიდატად ნიკა მელია – ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა

,,ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ,,იმედის” ეთერში პარტიაში მიმდინარე პროცესებსა და დაპირისპირებაზე საუბრისას, პარალელი გაავლო ოპოზიციურ პარტიებთან და აღნიშნა, რომ სხვაგან უარესები ხდება.
,,არანაკლები და, შეიძლება ითქვას, რომ, ალბათ, არ გადავაჭარბებ, 10-ჯერ უარესი ქაოსი ხდება სხვა პარტიებში. 10-ჯერ უარესი, უმძიმესი დაპირისპირება. მე ბოლო ინციდენტს გავიხსენებ, მაგალითად, მე ვიცი, რომ ზუგდიდში ,,ნაციონალური მოძრაობა” აპირებდა, დაეყენებინა კანდიდატად ნიკა მელია და მაგალითს გიყვებით, უბრალოდ, თქვენ რომ იცოდეთ, თუ თქვენ გაინტერესებთ და ჩაანაცვლა მიხეილ სააკაშვილის მეუღლით. ამაზე მე ვიცი, რომ ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა, ეს ინფორმაცია არსებობს და რატომ არ საუბრობთ თქვენ მაგალითად, არც სხვები საუბრობენ ამაზე. მაინცდამაინც აინტერესებთ, ,,ქართულ ოცნებაში” რა ხდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ,,იმედის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები