“აშშ-ის საელჩოს ცნობით, ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა” – “კურიერი” “შაბათის კურიერში” გასულ სიუჟეტზე განმარტებას აკეთებს

გადაცემა “შაბათის კურიერში” გორის ეროვნული სამხედრო აკადემიის შესახებ გასული სიუჟეტის შემდეგ, დღეს “კურიერს” განმარტების გაკეთება მოუხდა.
როგორც ირკვევა, “კურიერს” აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, რომ ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა. უფრო კონკრეტულად კი, “შაბათის კურიერში” გასულ სიუჟეტში ავტორი ქართველი იუნკერის მხრიდან ამერიკელ იუნკერ გოგონაზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე საუბრობდა, თუმცა “კურიერს” სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაციის უარყოფა დღეს მას შემდეგ მოუხდა, რაც საქართველოში ამერიკის საელჩომ მსგავსი ფაქტი არ დაადასტურა და გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა მოსთხოვა.
“თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, ამერიკელ კონკურსანტზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე მოკვლევა ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმა ქართულ მხარესთან ერთად ჩაატარეს. “კურიერს” საელჩოდან აცნობეს, რომ ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა”, – ნათქვამია “კურიერის” მიერ გაკეთებულ განმარტებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები