აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გმირთა მემორიალთან თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა. მემორიალთან იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია.