ნინი ქარსელაძე: მმართველი გუნდის მხარდამჭერი ვარ და ეს არ შეიცვლება

0

„მმართველი გუნდის მხარდამჭერი ვარ და ეს არ შეიცვლება“, – ამის შესახებ მომღერალმა ნინი ქარსელაძემ „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე განაცხადა.
თუმცა, როგორც ქარსელაძემ აღნიშნა, დღევანდელ შეკრებაზე ინტერესის გამო მივიდა.
„აქ მოსვლის მიზანი ემსახურება იმას, რომ მოვისმინო მათი პოზიციები. მაინტერესებს ყველაფერი, რასაც საუბრობენ, მოვისმინო უფრო ვრცლად, ვიდრე ტელევიზიების საშუალებით ვისმენდი. მხოლოდ და მხოლოდ ეს არის მიზანი. დარწმუნებული ვარ, ჩემი პოზიციები იქნება მყარი და ვრჩები „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერად.
ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, მივიდეს იქ, სადაც სურს. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი პრობლემა და გამოწვევა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, მხოლოდ მმართველ ძალას შეუძლია დაძლიოს. ჩვენი ქვეყანა დღეს დგას სწორ გზაზე და ამ გზას არ მინდა, რომ გადავუხვიოთ. მომავალში გამოვრიცხავ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, რადგან მე მმართველი გუნდის მხარდამჭერი ვარ და ეს არ შეიცვლება, ასე ვფიქრობ. დღევანდელი გადმოსახედიდან ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ნინი ქარსელაძემ.

კომენტარები

კომენტარი