გაუპატიურება და სასტიკი მკვლელობა – ქუთაისელი მამაკაცი, შესაძლოა, პოლონეთში გაასამართლონ (ფოტო)

უკრაინის სასამართლო საქართველოს მოქალაქის, მამუკა ხ.-ს პოლონეთში გადასაცემად მზაობას გამოთქვამს. პოლონელი გამომძიებლების თქმით, ქართველმა მამაკაცმა სასტიკად მოკლა ქალაქ ლუდზის მკვიდრი, 28 წლის პაულინა დ.. მკვლელობისთვის მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
“26 მარტს უკრაინის სასამართლომ მზაობა გამოთქვა პოლონეთისთვის საქართველოს მოქალაქის, მამუკა ხ-ს გადაცემისთვის. ჩვენი ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილება ქართულ ენაზე ითარგმნა. ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას. მას შემდეგ, რაც ის ძალაში შევა, ეჭვმიტანილს პოლონეთში გადაიყვანენ”, – განუცხადა სააგენტო “wp.pl”-ს ლიდზის რაიონული პროკურატურის პრესსამსახურმა, კშიშტოფ კოპანიამ.
არაოფიციალური ინფორმაციით, მამუკა ხ. შესაძლოა, პოლონეთს უკვე მომდევნო კვირას გადაეცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები