წყალმომზადების სისტემების შესახებ პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა

წყალმომზადების სისტემები – EU სტანდარტები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ენერგოეფექტურობა – აღნიშნულ საკითხებს მიეძღვნა „ექსპო ჯორჯიაში“ გამართული პირველი საერთაშორისო კონფერენცია. ღონისძიება საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშიმ გახსნა.
კონფერენციას ორგანიზებას, 24-ე საერთაშორისო სამშენებლო გამოფენა CAUCASUS BUILD-ს ფარგლებში, კომპანია „აკვალაინი“ უწევდა.
„შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ურუშაძემ კომპანიის საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნო. ისაუბრა კომპანიის ოპერირების არეალში წყალმომარაგების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და გეგმებზე, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან პარტნიორულ თანამშორმლობასა და ინფრასტრუქტურულ საინვესტიციო გარემოზე“, – აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე დარგის ექსპერტებმა, კონფერენციის ორგანიზატორებმა, უცხოელ პარტნიორებსა და წყალმომარაგების სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სფეროში არსებულ სიახლეებსა და წყალმომზადების პროცესის სწორად წარმართვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები