“ჯორჯიან მანგანეზი” განცხადებას ავრცელებს

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მეოთხე საამქროს 28-ე ღუმელიდან გუშინ, 12:15 საათზე კაზმი ამოიფრქვა, რასაც ძლიერი აალება და კვამლის გავრცელება მოჰყვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა – ამის შესახებ კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე განმარტებით, ქარხნის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების ოპერატიული რეაგირების შედეგად, დროულად მოხერხდა ღუმელის გათიშვა და ვითარების შემდგომი გართულების თავიდან აცილება.
“ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მეოთხე საამქროს 28-ე ღუმელიდან გუშინ, 12:15 საათზე კაზმი ამოიფრქვა, რასაც ძლიერი აალება და კვამლის გავრცელება მოჰყვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ქარხნის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების ოპერატიული რეაგირების შედეგად, დროულად მოხერხდა ღუმელის გათიშვა და ვითარების შემდგომი გართულების თავიდან აცილება. მაღალმა ტემპერატურამ ღუმელის გაგრილებისა და გაზგამწმენდი სისტემები დააზიანა. ამჟამად, ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ღუმელის მუშაობა აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდგომ განახლდება.
აღსანიშნია, რომ მეტალურგიულ წარმოებაში ღუმელიდან კაზმის ამოფრქვევა გავრცელებული მოვლენაა. ქარხანაში, ამჟამად, მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლა და შემდგომი პრევენციის ზომების გატარება მიმდინარეობს”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები