აკაკი ზოიძე: გვაქვს ექიმების სიჭარბე და ექთნების მწვავე დეფიციტი

პარლამენტში „სოლიდარობის ქსელის“ მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოში ექთნების შრომის პირობებს ასახავს. როგორც ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, აკაკი ზოიძემ კვლევის შეფასებისას განაცხადა, ექთნების დეფიციტია.
“ჩვენ გვაქვს ექიმების სიჭარბე და ექთნების მწვავე დეფიციტი – ეს არის დისბალანსი, რაც სისტემაში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან არსებობს”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
როგორც მან აღნიშნა, სისტემის სრულყოფისთვის დაწყებულია მუშაობა.
პრეზენტაციისას ხაზი გაესვა იმ საკითხსაც, რომ ექთნის სამუშაო პირობები მძიმე და საპასუხისმგებლოა, ხელფასი კი – არასათანადო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები