მაია ცქიტიშვილი „ნაცმოძრაობის“ წევრების დაკავებაზე: ეს არ არის ოპონენტების დევნა

“ეს არ არის ოპონენტების დევნა. ოპოზიციის დევნა ნანახი გვაქვს 2012 წლამდე”, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს არ არის ოპონენტების დევნა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, ეს პირები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს და, მგონი, ერთ საათში (და კიდევ უფრო ნაკლებ დროში) გაათავისუფლეს. ოპოზიციის დევნა ნანახი გვაქვს 2012 წლამდე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ზუგდიდში პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის უფროსი, გიორგი პატარაია და პარტიის წევრები – ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს.
გიორგი პატარაია და ანა წითლიძე მოგვიანებით გაათავისუფლეს, ჩხეტია კი, ამ დრომდე, დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები