ბათუმის საკრებულოში ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” დეპუტატები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ბათუმის საკრებულოში დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” დეპუტატები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც “ენმ-ის” წევრმა, მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ მერიის აიპებისა და სიპებისგან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებიდან საჯარო ინფორმაციას, არაერთი გამოთხოვის მიუხედავად, ვერ იღებენ.
ქამადაძე ეჭვობს, რომ “ბათუმის წყალს”, “სანდასუფთავებასა” და სხვა აიპებში ნეპოტიზმია. მათი თქმით, აღნიშნულ სახელმწიფო დაწესებულებებში ხელმძღვანელი პირების ნათესავები არიან დასაქმებულები.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრების ბრალდებებს “ქართული ოცნების” წევრმა, ნატალია ზოიძემ უპასუხა.
მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები პერსონალურ ინფორმაციას ითხოვენ, რისი გაცემაც დაუშვებელია.
ოპოზიცია მან სასამართლოში გადაამისამართა, თუმცა, საკრებულოს სხდომაზე წარადგინა “ენმ-ის” მიერ უწყებებისთვის გაგზავნილი წერილები, რომლებსაც თანდართული ჰქონდა თანამშრომლების სიაც, რასაც ხმაური მოჰყვა.
ოპოზიციური პარტიის წევრები “ქართული ოცნების” დეპუტატს სიის გადაცემას სთხოვდნენ, რაზეც ნატალია ზოიძემ უარი განაცხადა.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთა თქმით, მათ მიერ მოთხოვნილი სია სახელმწიფო უწყებებმა მმართველი გუნდის წევრებს მიაწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები