მაია ცქიტიშვილი: საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით შესახვედრად მზად ვართ

ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შესახვედრად ანაკლიის პროექტის დაფინანსების შესახებ მათ მიერ წამოყენებულ პირობებთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, იურიდიულ კომპანია „ვაით ენდ ქეისთან“ გაფორმებული ხელშეკრულება მოლაპარაკებებში დახმარებას ემსახურებოდა.
„ასეთი შეხვედრა უნდა გაიმართოს იმისთვის, რომ უკეთ შევძლოთ მოლაპარაკება, მათ შორის იმაზე, როგორ შევაჯეროთ ჩვენი პოზიციები. ჩვენ სრული მზაობა გვაქვს. აპრილში გაიმართება შეხვედრა, როგორც კი დაინიშნება თარიღი. რაც შეეხება მათი მოთხოვნების გათვალისწინებას – მოლაპარაკების შედეგად შევძლებთ გარკვევას, რომელი მოთხოვნა იქნება მისაღები.
ხელშეკრულება ემსახურებოდა მოლაპარაკებებში დახმარებას, ხელშეწყობასა და იმ ცვლილებების მომზადებას, რომლებიც სწორედ ასეთი მოლაპარაკების შედეგად ფორმირდება. ეს არის რჩევები ბანკების მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. აპრილის შეხვედრაშიც „ვაით ენდ ქეისი“ მიიღებს მონაწილეობას და ცვლილებებსაც ერთად შევაფასებთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები