14:00 საათზე, თბილისის მერიასთან აქცია გაიმართება

„მწვანე კლუბი“ დღეს, თბილისის მერიის შენობასთან აქციას გამართავს, რომელზეც დედაქალაქის ხელმძღვანელ პირებს რამდენიმე მოთხოვნას წაუყენებენ.
როგორც აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, აქტივისტებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ:
ავტოტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგება;
გაუმართავი ავტომანქანების საკითხის დარეგულირება;
ეფექტური რეგულაციების შემოღება;
ეფექტური რეფორმა, რომელიც შეეხება ტაქსებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ეკოლოგიური საფრთხის გამომწვევ ყველა სხვა ფაქტორს.
აქციის ორგანიზატორები, ასევე, მოითხოვენ თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზებას, რომელშიც ახალგაზრდები ჩაერთვებიან.
„მწვანე კლუბის“ საკონტაქტო პირია გიორგი. ტელ: 598 29 12 78″, – აცხადებენ ორგანიზაციაში.(R)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები