მანუჩარ ჩხეტია დააკავეს – “ენმ-ის” აქტივისტის დედა შეუძლოდ გახდა

ზუგდიდში, სოფელ ნარაზენში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე “ენმ-ის” აქტივისტი,  მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ფაქტს პოლიციის სამმართველოსთან შეკრებილი გაერთიანებული ოპოზიციის წევრების პროტესტი მოჰყვა. ადგილზე იმყოფებოდა მანუჩარ ჩხეტიას დედაც, რომელიც შვილის დაკავების შესახებ ინფორმაციის გაგების შემდეგ შეუძლოდ გახდა, თუმცა, მას  სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა და, ამჟამად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ცნობილია, რომ დაკავებამდე მანუჩარ ჩხეტია პოლიციის განყოფილებაში ადვოკატს შეხვდა.

შსს-მ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები დღეს საღამოს, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა. დაკავებულებს შორის იყვნენ გიორგი პატარაია და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი ანა წითლიძე, თუმცა, მათ პოლიციის სამმართველოს შენობა გამოკითხვის შემდეგ მალევე დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები