„ციხეში კბილები ჩამიმტვრიეს“ – ვინ არის გიორგი გოგინავა , რომელსაც სანდრა რულოვსის შეხვედრის ჩაშლაში ადანაშაულებენ (ვიდეო)

ვინ არის გიორგი გოგინავა , რომელსაც სანდრა რულოვსის შეხვედრის ჩაშლაში ადანაშაულებენ. “ნაციონალური მოძრაობის” მიერ პროვოკაციის მოწყობაში დადანაშაულებული მოქალაქე ამბობს, რომ ის ყოფილი პატიმარია. სასჯელი სწორედ მაშინ მოიხადა, როცა პატიმრებს ციხეში აწამებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ.

“ქალბატონი სანდრა მოვიდა პოლიტიკური ქულების ჩასაწერად , მას არ აინტერესებს რა პრობლემები აქვს ხალხს კონკრეტულ დასახლებაში. პრობლემები იყო ცხრა წლის განმავლობაში , როდესაც მისი მეუღლე იყო მთავარსარდალი. თვითონ პირველი ლედი იყო და არ დაინტერესებულა ჩვენი დასახლებით, იმით, თუ რა უჭირდა ხალხს… მე არ ვარ ზონდერი, მე ვარ ადამიანი, რომელმაც ცხრაწლიანი რეჟიმი გამოიარა. 8 წლის განმავლობაში, როდესაც სასჯელს ვიხდიდი, შეიძლებოდა ღამის სამ საათზე შემოსულიყვნენ ჩვენს საკანში… თუ არ წამოვდგებოდით, გაგლახავდნენ. ელემენტარულად, სხვა პატიმარს თუ გადასძახებდი, ან მაღაზიას “გადაგიკეტავდნენ”, ან ტელეფონზე საუბარს შეგიზღუდავდნენ. ცემის დროს რამდენიმე კბილიც კი მაქვს ჩამტვრეული.  რუსთავში , როცა რეჟიმის უფროსმა მცემა, გამაყუჩებელიც არ მომცეს და გონება დავკარგე”,-აცხადებს გოგინავა.

ცნობისთვის, დღეს სოფელ ჭითაწყარში, ონარიას დასახლებაში, “ნაციონალური მოძრაობიდან” ზუგდიდის მერობის  კანდიდატი, სანდრა რულოვსი მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა, რა დროსაც მცირე ინციდენტი მოხდა.  გოგინავამ ოპოზიციური პარტიის წევრებს ბანდიტები და კრიმინალები უწოდა.

ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა,  გიორგი ბარამიძემ პროვოკაციის მოწყობაში “ქართული ოცნება” დაადანაშაულა. მისი თქმით, გოგინავა პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრია. “ქართული ოცნების” რეგიონულ ოფისში ენმ-ის ბრალდებას საფუძველს მოკლებული უწოდეს და განაცხადეს, რომ გოგინავა „ოცნებასთან“ არანაირ კავშირში არ არის.

https://www.youtube.com/watch?v=riT7y9fTUjk&feature=youtu.be&fbclid=IwAR0gOYGFJU2zsA06YFddx5VMyShs8is_vpvQ-R6KybX_in2h9IGPWqpyDBY

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები