წყალმომარაგების კომპანია წყალმომზადების სისტემების პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე მიიღებს მონაწილეობას

თბილისი 12 აპრილს პირველ საერთაშორისო კონფერენციას – „წყალმომზადების სისტემები – EU სტანდარტები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ენერგოეფექტურობა” უმასპინძლებს.

როგორც “კვირას” წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ჰუბერტ ქნირში გახსნის.
კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე – ირაკლი ურუშაძე კომპანიის საქმიანობასა და პრიორიტეტებს გააცნობს.
​კომპანიის ინფორმაციით, იგი კომპანიის ოპერირების არეალში წყალმომარაგების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და გეგმებზე, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან პარტნიორულ თანამშრომლობასა და ინფრასტრუქტურულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრებს.
შეხვედრაზე დარგის ექსპერტები და წყალმომარაგების სექტორის წარმომადგენლები სფეროში არსებულ სიახლეებსა და წყალმომზადების პროცესის სწორად წარმართვის მნიშვნელობაზეც იმსჯელებენ.
ღონისძიებას, 24 -ე საერთაშორისო სამშენებლო გამოფენის “CAUCASUS BUILD”-ის ფარგლებში, კომპანია “აკვალაინი” უწევს ორგანიზებას. ის ხვალ, 11:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ მესამე პავილიონში გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები