მამუკა ბახტაძე: ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ია კერზაიას ტრაგიკულ შემთხვევას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს

“მჯერა, რომ გამოძიება ია კერზაიას საქმეზე ყველა რელევანტურ შეკითხვას უპასუხებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დეპუტატების კითხვების პასუხად განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ია კერზაიას ტრაგიკულ შემთხვევას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს.
„რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა ადამიანური ტრაგედია იყო. მსურს, მივუსამძიმრო ია კერზაიას ოჯახის წევრებს. ამავე დროს, სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს ამ ტრაგედიას. მაქვს მოლოდინი, რომ გამოძიება უპასუხებს ყველა რელევანტურ შეკითხვას ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები