თამარ ჩუგოშვილი: გიორგი კანდელაკის მოსაზრებებით ხელისუფლება ვერ იხელმძღვანელებს

„პრემიერის მხრიდან აქცენტები დასმული იყო სწორად“, – აცხადებს პარლამენტის ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი და “ევროპული საქართველოს” წევრის, გიორგი კანდელაკის კრიტიკას პასუხობს, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მამუკა ბახტაძის გამოსვლით უკმაყოფილოა.
პარლამენტის უმრავლესობის წევრის განცხადებით, გიორგი კანდელაკს თავისი დღის წესრიგი აქვს და მას სურს, რომ მის მოსაზრებებს მიჰყვეს ხელისუფლება.„სერი
ოზულად რამდენად უნდა ვუპასუხო ჩემს კონკრეტულ კოლეგას ოპოზიციიდან. რაღაც თავის წარმოდგენები აქვს ხოლმე – ვინ, სად, რა უნდა ილაპარაკოს აუცილებლად და ახლა, მისი დაწერილი დღის წესრიგითა და მისი მოსაზრებებით, სულ არ არის ვინმე ვალდებული, რომ იხელმძღვანელოს; მით უმეტეს, ამ ადგილას სრულიად არაადეკვატური და არარელევანტური მგონია მისი წარმოდგენები და მოსაზრებები დასასმელ აქცენტებთან დაკავშირებით. პრემიერის მხრიდან აქცენტები იყო ძალიან სწორად დასმული. ეხებოდა ზუსტად იმას, რაზეც ქვეყანას უნდა ესაუბრა გაწევრიანების 20 წლის შემდგომ. უნდა ესაუბრა ქვეყანას ზუსტად იმაზე, ერთად რას მიაღწია საქართველომ და ევროსაბჭომ, უნდა ესაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენ დაგვრჩა” – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
გიორგი კანდელაკის მოსაზრებით, მამუკა ბახტაძემ ვერ გამოიყენა ტრიბუნა იმისთვის, რომ დაესვა სწორი აქცენტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები