ევროსაბჭოს წინ ზურაბ ჟვანიას “ვარსკვლავი” გაიხსნა

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას “ვარსკვლავი” გაიხსნა. “მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“ – ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად, ვარსკვლავზე პოლიტიკოსის ეს ცნობილი ფრაზაც დაიწერა, რომელიც ზურაბ ჟვანიამ 20 წლის წინ, სწორედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა მას შემდეგ, რაც ასამბლეამ ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანებას მხარი დაუჭირა.
“ვარსკვლავის” გახსნას დაესწრო ზურაბ ჟვანიას ოჯახი, ასევე – პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე.
ევროპის საბჭოს სასახლის წინ იმ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების “ვარსკვლავებია” განთავსებული, რომლებსაც ევროპის საბჭოს მუშაობაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები