მამუკა ბახტაძე: ვანო მერაბიშვილი სასჯელს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე იხდის

სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა საქმის მხოლოდ ერთ ეპიზოდზე დაადგინა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ყოფილი პრემიერმინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.
როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ვანო მერაბიშვილი სასჯელს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე იხდის.
„სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა საქმის მხოლოდ ერთ ეპიზოდზე დაადგინა. მინისტრთა კომიტეტი განიხილავს ევროპული სასამართლოს აღსრულებას და ჩვენ ვალდებულებას ვასრულებთ. მაგრამ გავიმეორებ, რომ ბატონი მერაბიშვილი რამდენიმე საქმეზე იხდის სასჯელს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები