პოლიციამ გორში ძმის ცემისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს. როგორც „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, ჩადენილი დანაშაული თავისუფლების 2 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას – 1972 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს, გორში, მათსავე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები