ეგვიპტეში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა – დაღუპულია 7 ადამიანი

ეგვიპტეში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ინციდენტის შედეგად დაღუპულია 7 ადამიანი, ხოლო 26 დაშავებულია. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “სინხუა” ავრცელებს.
თავდამსხმელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქ შეიხ-ზუვეიდის ბაზრობაზე აამოქმედა. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიცია შემოწმებას ახორციელებდა. დაღუპულთა რიცხვში ოთხი პოლიციელია და 6 წლის ბავშვი.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ტერორისტულმა დაჯგუფებამ, “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები