დალაი ლამა საავადმყოფოში გადაიყვანეს

ტიბეტის სულიერი ლიდერი, დალაი ლამა XIV, ინდოეთში, ნიუ დელიში, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Reuters”-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, 9 აპრილს 83 წლის დალაი ლამამ თავი ცუდად იგრძნო და მედიკოსებს მიმართა. ექიმებმა მას გულმკერდის ინფექცია დაუდგინეს და ამბულატორიულ მკურნალობაზე გააგზავნეს, რომელიც ორ, ან სამ დღეს გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები