არჩევნები ისრაელში – ორი მოწინააღმდეგე გამარჯვებას ზეიმობს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამენ ნეთანიაჰუმ საკუთარი პარტიის, “ლიკუდის” საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შესახებ გამოაცხადა.
“ლიკუდმა” საოცარი გამარჯვება მოიპოვა. მე მადლობას ვუხდი ისრაელის მოქალაქეებს ნდობის გამოცხადებისთვის”, – წერს Twitter-ზე პრემიერ-მინისტრი.
​ნეთანიაჰუს თქმით, ის მმართველი კოალიციის ფორმირებას უკვე დღეს შეუდგება. მისი განცხადება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა. აღნიშნულის თანახმად, “ლიკუდი” ცოტა ჩამორჩება ოპოზიციურ ბლოკს “კახოლ-ლავან”, მაგრამ მაინც აქვს შანსი, გამარჯვება მოიპოვოს.
საკუთარი გამარჯვების შესახებ გამოაცხადა პარტიამ “კოხოლ-ლავანმაც”.
“ჩვენ გავიმარჯვეთ! ისრაელის საზოგადოებამ ასე გადაწყვიტა”, – ნათქვამია პოლიტიკური ძალის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები